გიორგი ვაშაძე - ამოცანა ნომერი პირველი, რასაც ჩვენ ვაღწევთ მე ვფიქრობ, არის ის, რომ „ქართული ოცნება" და საქართველოს სახელმწიფო, ივანიშვილი და ქართველი ხალხი იქნება გამიჯნული ერთმანეთისგან

ამოცანა ნომერი პირველი, რასაც ჩვენ ვაღწევთ მე ვფიქრობ, არის ის, რომ „ქართული ოცნება" და საქართველოს სახელმწიფო, ივანიშვილი და ქართველი ხალხი იქნება გამიჯნული ერთმანეთისგან, - ამის შესახებ " სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის მტკიცებით, ფუნდამენტურად იცვლება აშშ-ში და ევროპაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება.

„ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო. ამოცანა ნომერი პირველი, რასაც ჩვენ ვაღწევთ მე ვფიქრობ, არის ის, რომ "ქართული ოცნება" და საქართველოს სახელმწიფო, ივანიშვილი და ქართველი ხალხი იქნება გამიჯნული ერთმანეთისგან, დარწმუნებული ვარ. განსხვავებული მიდგომები იქნება "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში და განსხვავებული მიდგომა იქნება ქართველ ხალხთან და საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში. საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ექნება შანსი, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იქნება კონკრეტული მოქმედებები და სცენარი, მე ეს შემიძლია ღიად ვთქვა, "ქართულ ოცნებასთან", ივანიშვილთან და ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვინც ცრუ ბრალდებებს უყენებს ამერიკას, რომ ვითომ მას საქართველოს ომში ჩართვა უნდა და რაც მთავარია, უარს ამბობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

რაზეც ვისაუბრეთ არის ის, რომ დიპლომატიურმა ენამ უკვე აზრი დაკარგა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, ამაზე ყველა თანხმდება და იცოდეთ, რომ ერთ კვირაში, კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირი ჩამოვა სახელმწიფო დეპარტამენტიდან. შემიძლია ვთქვა, რომ ფუნდამენტურად იცვლება აშშ-ში და ევროპაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა