ქუთაისში სომელიეთა სკოლა გაიხსნება

ქუთაისში, „ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლამ", ასევე კავკასიის უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის შემდეგ სომელიეს სკოლა ქუთაისში ამოქმედდება. პრეზენტაციას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა და "მარანი ხეცურიანის" დამფუძნებელმა შალვა ხეცურიანმა გახსნა. პროექტს ქუთაისის მერია, DMO- იმერეთი და ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმი უჭერს მხარს შალვა ხეცურიანი დამსწრე საზოგადოებას სასწავლო კურსის შესახებ დეტალურად ესაუბრა. კურსზე მსმენელი სომელიეს უნარ-ჩვევების გარდა, შეისწავლის მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, სომელიეთა ასოციაციას, კავკასიის უნივერსიტეტს, DMO-იმერეთსა და ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია