ბადრი ჯაფარიძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ძალიან დროულია და სწორი  - „ქართული ოცნება" ცდილობს ბარიერები შექმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ძალიან დროულია და სწორი - ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტს ავიწროებს და არ აძლევს საშუალებას, რომ ვიზიტები ჰქონდეს უკრაინაში, საფრანგეთსა და პოლონეთში ნათლად აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" ამოცანა არ არის გამოვიყენოთ ეს უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის დაწყების კუთხით, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, "ქართული ოცნება" ცდილობს ბარიერები შექმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ძალიან დროულია და სწორი. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტს ავიწროებს და არ აძლევს საშუალებას, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში ვიზიტები ჰქონდეს უკრაინაში, საფრანგეთსა და პოლონეთში ნათლად აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" ამოცანა არ არის გამოვიყენოთ ეს უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის დაწყების კუთხით. სხვაგვარად, რა თქმა უნდა, მხარს უნდა უჭერდნენ პრეზიდენტის ვიზიტს ყველა ევროპულ დედაქალაქში, განსაკუთრებით იმ დედაქალაქში, სადაც მიიღება გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ჩვენ "ქართული ოცნების" მხრიდან საპირისპირო ნაბიჯებს ვხედავთ. კიდევ ერთხელ ხდება იმის დემონსტრირება, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ბარიერები შექმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი: „არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს და სპეკულაციები უნდა შეჩერდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა