რუსეთის პრემიერმა რუსეთის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან (UNWTO) გასვლის შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა შესაბამის ბრძანებას ხელი „რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონის შესაბამისად“ მოაწერა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დატოვების გეგმების შესახებ 27 აპრილს გახდა ცნობილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, „დაიწყო კამპანია მოსკოვის ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობის აღკვეთის მიზნით“.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება