პრემიერი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე - ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!

ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელი არ არის და “ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული“ დოკუმენტი.

„ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის განვითარება. ეს არის მთავარი. 2007 წელს გაგვიჩინეს ძალიან დიდი მოლოდინი, აჟიოტაჟი, რომ მაპ-ის მონიჭებით თუ არმონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს მაპ-ი, მაგრამ ქვეყანამ გააგრძელა ნატო-ში ინტეგრაცია, გახსნა ნატოს-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ამიტომ გეუბნებით, რომ რეალობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრემიერი მმართველი გუნდის წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, საქართველომ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა: „მე ამ ეტაპზე მინდა შევინარჩუნო პოლიტკორექტულობა და არ მინდა უფრო მეტი ვისაუბრო. მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, მე ვალდებული ვიქნები, ჩემ ხალხს ანგარიში ჩავაბარო“.

„მე ვარ მთავრობის მეთაური, მე გამოვხატავ იმ პოზიციას და რეალობას, რომელიც გვაქვს. მთავარი მინდა ვთქვა, რომ ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს იდეალურები ვართ, უშეცდომონი და ა.შ. ეს არის პროცესი. მე ამ ეტაპზე მინდა შევინარჩუნო პოლიტკორექტულობა და არ მინდა უფრო მეტი ვისაუბრო. მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, მე ვალდებული ვიქნები, ჩემ ხალხს ანგარიში ჩავაბარო. შემთხვევით არ მიხსენებია, რომ ის რეფორმები, რომელიც 2012 წელს ჩვენ დავიწყეთ, როდესაც სასამართლო ნოტარიუსის ოფისი იყო, პროკურატურა არ არსებობდა კი არა, პირიქით, მჩაგვრელი იყო მთელი ჩვენი ხალხის და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი, რა უბედურება ხდებოდა, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ. მას შემდეგ არაერთი რეფორმა გატარდა. მედია თავისუფალია - 10 დღეში შეიძლება გახსნა ტელევიზია. ამიტომ ვამბობ, რომ რეზოლუცია ჩემთვის არაფრის მთქმელი არ არის. ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების გატარებას აგრძელებს და პროცესი დასრულებული არ არის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს