საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 12-18 ივნისს ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს- ნორვეგიის სამეფოს, დანიის სამეფოს, ფინეთის რესპუბლიკას და შვედეთის სამეფოს ეწვევა. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილს ნორვეგიის მეფე, ჰარალდ V მიიღებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ქვეყნის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე მასუდ გარახანისთან, სტორტინგის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან, ასევე, საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჰერიკ თუნთან.

„დანიის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აუდიენციას დანიის დედოფალთან, მარგარეტ მეორესთან გამართავს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა დანიის პარლამენტის თავმჯდომარე ჰენრიკ დამთან. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები შეხვედრებს ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე მატი ვანჰანენთან და ფინეთის პარლამენტის წევრებთან გამართავენ.

შალვა პაპუაშვილი დაესწრება ფინეთის პარლამენტის პლენარული სესიის გახსნას. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება პრემიერ მინისტრ სანა მარინს, ევროპის მინისტრ ტიტი ტუპურაინენს და საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოს. ასევე, დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი კვლევითი ცენტრის - პაასიკივი-სეურას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

სკანდინავიურ სახელმწიფოებში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის სამეფოში დაასრულებს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის აუდიენცია შვედეთის მეფესთან, კარლ XVI გუსტავთან. შეხვედრები გაიმართება პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ჯენი ოლსონთან, თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტთან და საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან, რობერტ რაიდბერგთან.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე