ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის" გახსნის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის" გახსნის დღეს ულოცავს.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ტაძრის დაარსება ქართული ტოლერანტული ბუნებისა და ეზიდებისადმი უდიდესი პატივისცემის მკაფიო დასტურია, რასაც 2015 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა შეუწყო ხელი.

მისი თქმით, დღეს, ასევე, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსების 10 წლის იუბილეა, ქართველები და ეზიდები ერთად აშენებენ ქვეყნის მომავალს და ერთად ზრუნავენ მის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რაც უაღრესად დასაფასებელია.

„დღეს მთელს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის“ გახსნის დღეა. მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს. ტაძრის დაარსება ქართული ტოლერანტული ბუნებისა და ეზიდებისადმი უდიდესი პატივისცემის მკაფიო დასტურია, რასაც 2015 წელს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეუწყო ხელი. ჩვენს შორის არსებული ძმური და სამაგალითო მეგობრობაზე აგებული ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. ჩვენ ერთად ვაშენებთ ქვეყნის მომავალს და ერთად ვზრუნავთ მის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რაც უაღრესად დასაფასებელია. დღეს, ასევე, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსების 10 წლის იუბილეა. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს დღევანდელ დღეს, ვუსურვებ მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა