ბათუმის საქალაქო სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირის პროცესი მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.
საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
1989 წელს დაბადებულ პირს გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” ორი მუხლით: 179-236 მუხლით ედავება, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვას გულისხმობა.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, იარაღის დემონსტრირებით, მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.