მარია ზახაროვა - ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით მოსკოვის შიშებზე საუბრობს და ვაშინგტონისგან სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ პასუხს მოითხოვს. ამის შესახებ ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა რუსეთის მხარე რაიმე ზომებს კონტროლის გასამკაცრებლად აშშ-ის საქმიანობაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიოლაბორატორიებზე, ზახაროვამ უპასუხა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავენ მექანიზმების ამოქმედებას, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის მიხედვით, რომელიც სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებს ითვალისწინებს კონვენციის მონაწილე ქვეყნებთან დებულებების შესასრულებლად, ასევე თანამშრომლობაზე ნებისმიერი გამოძიების ჩასატარებლად კონვენციის ვალდებულებების შესაძლო დარღვევებზე.

კითხვაზე, არის თუ არა ცნობილი ყოფილ საბჭოთა კავშირის, რომელ ქვეყნებში აწარმოებს ბიოლოგიურ სამუშაოებს, ზახაროვამ განაცხადა, რომ არაერთხელ გამახვილდა ყურადღება საქართველოში საქმიანობაზე ლუგარის სახელობის ცენტრთან დაკავშირებით, სადაც, მისი განცხადებით, მუდმივად არის გაშლილი ამერიკა-საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო.

„რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეები, ასევე ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არაერთხელ მიუთითებდნენ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს ამერიკის მიერ კონვენციის აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიშ ბიოლოგიურ აგენტებსა და ინფექციების გამავრცელებლებზე.

„პოსტსაბჭოთა სივრცეში შესრულებულ სამუშაოებზე აშშ აშკარა მიზეზებით დუმილს ამჯობინებს და არ იძლევა ინფორმაციას ნდობის გაზრდის ფარგლებში. იმის მტკიცება, რომ პენტაგონის და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების აქტივობა ფოკუსირებულია განსაკუთრებულად ჯანდაცვის საკითხებზე, სინამდვილეს არ შეესაბამება. ცხადია, რომ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ მოითხოვს ამერიკელი სამხედროების მონაწილეობას. მეტიც, ამერიკის მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განმარტებები, რომ ამერიკა აგროვებს ბიომასალებს და აწარმოებს მონიტორინგს ეპიდვითარებაზე, მხოლოდ აძლიერებს და ამყარებს ჩვენ შეშფოთებას კონვენციის დაცვის კონტექსტში, მათ შორის, უკრაინაში აღმოჩენილი ფაქტების გათვალისწინებით. თავის მხრივ, რუსეთის საქმიანობა სამედიცინო-ბიოლოგიურ სფეროში ატარებს მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს და სრულად შეესაბამება კონვენციის მიხედვით აღებულ ვალდებულებებს“ , - განაცხადა ზახაროვამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება