რომან გოცირიძე - ზურაბიშვილი საკუთარ სავარძელს უფრთხილდება? იმპიჩმენტის ეშინია?! - ეს იქნებოდა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების მხილების პროცესი და ნუ გვაცოდებს თავს, რომ სადღაც წასვლა აუკრძალეს

ზურაბიშვილი საკუთარ სავარძელს უფრთხილდება? იმპიჩმენტის ეშინია?! - ეს იქნებოდა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების მხილების პროცესი და ნუ გვაცოდებს პრეზიდენტი თავს, რომ სადღაც წასვლა აუკრძალეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და ევროპაში ვიზიტები უნდა განაგრძოს.

"როცა წუწუნებს სალომე ზურაბიშვილი, უფლება არ მომცეს ვიზიტების გამართვისო, კეთილი ინებოს, ევროპაში ზის, აიღოს ბილეთი და გაფრინდეს საფრანგეთში, ბრიუსელიდან ერთი საათის მანძილზეა, თუკი თავს იმის გამო იკავებს, რომ იმპიჩმენტი არ მოუწყონ, იმპიჩმენტიც და მისი ნაბიჯიც პოლიტიკური განაცხადი და თამამი გადაწყვეტილება იქნებოდა,"- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა