ირაკლი ზარქუა - ყველა რეიტინგისა და შესრულებული ვალდებულებებით საქართველო პირველ ადგილზეა - როცა ამ მოცემულობაში საქართველო ფანჯრის მიღმა შეიძლება დატოვო, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა ზურგი აქცია ქვეყანას და რუსეთის მუქარას დაჰყვა

ყველა რეიტინგისა და შესრულებული ვალდებულებების მიხედვით საქართველო ამ კონკურენციაში პირველ ადგილზეა - როცა ამ მოცემულობაში საქართველო ფანჯრის მიღმა შეიძლება დატოვო, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოსახლეობას ზურგი აქცია, ზურგი აქცია ჩვენს ქვეყანას და რუსეთის მუქარას დაჰყვა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასმულ კითხვას.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ელის, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს, ოღონდ გარკვეული პირობებით.

კითხვაზე, რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, როცა მან ჟურნალისტებთან სტატუსის არმიღების შემთხვევაში „ყველაფრისთვის ფარდის ახდაზე“ ისაუბრა, ზარქუამ აღნიშნა, რომ „პარტნიორებთან საჯარო დიალოგი მიმდინარეობდა, მაგრამ იყო გარკვეული დიალოგი შავ თემებზე - თუ როგორ შეიძლება შევიდეთ, რა პირობებით და ამაზე ილაპარაკონ“.

„ხელმოცარული, ჩასაფრებული ადამიანებს მიზანი არის არეულობა, ქაოსი და მიზანმიმართული ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. ერთი ფრონტი გახსნილი აქვთ კუბილიუსებთან, რისა-რაისას ჯგუფებთან, რომლებიც წლებია „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები არიან. მათი ინტერესია, რამენაირად საქართველო ცუდად წამოაჩინონ.

ერთი დაასახელონ, ევროკავშირის წევრობის რომელ პრეტენდენტ კანდიდატს აქვს ჩვენზე უკეთესი შეფასება, მათ შორის ევროპული სტრუქტურებიდან და რეიტინგებიდან?! - არცერთს! საქართველო ამ პოზიციებში არის მოწინავე. ამიტომ მაქვს პოზიტიური მოლოდინები - დიახ, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან ამას იმსახურებს! ამას იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა, ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ომი გადავიტანეთ.

პარლამენტში ხელმოცარული დიპლომატი რომ ვუწოდე, აი ესენი დადიან კარდაკარ კუბილიუსებთან, თავიანთ რასებთან, ქალბატონ გრეგოროვასთან თუ მარკარეტასთან - როცა დადიხარ და შენს ქვეყანას ამუნათებ... აქვთ ერთი ამოსავალი, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რასაც ვერ ეღირსებიან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს