ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე - როგორ შეიძლება მწვალებელი და მწვალებლის თანაშემწეები ბიძინა ივანიშვილთან ერთ სიბრტყეში დააყენო?! ჩემი აზრით, მას სიტყვა გაექცა, რადგან ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს

მგონია, ქალბატონი სალომე ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან - როგორ შეიძლება მწვალებელი და მწვალებლის თანაშემწეები ბიძინა ივანიშვილთან ერთ სიბრტყეში დააყენო?! ჩემი აზრით, მას სიტყვა გაექცა, რადგან ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ზარქუა ზურაბიშვილს შეახსენებს, რომ თავის დროზე მის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გაუწია რეკომენდაცია, “მაშინ როცა ამას “ქართული ოცნების“ ბევრი წარმომადგენელი არ ეთანხმებოდა“.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოზიციაზე იმიტომ შეირჩა, რომ მას პოლიტიკოსის ევროპული გამოცდილება ჰქონდა. ევროპული გამოცდილება და პოლიტიკოსობა სამართლიანობას და სიმართლის თქმას ნიშნავს. გამომდინარე აქედან ვისურვებდი უფრო დაბალანსებული და ადეკვატური იყოს, როდესაც განცხადებებს აკეთებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გარდა ამისა, ზარქუას თქმით, თუკი ვინმეს ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ კარგი გაუკეთებია, ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი - ვინმეს მოსწონს თუ არა ის.

“რაც ივანიშვილმა გააკეთა, იმის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს დანარჩენმა - მერე ექნებათ ხმამაღლა ლაპარაკის საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი: „არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო