პარტია „ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი ნინო წულაძე გახდება

თბილისის საკრებულოს დეპუტატი პარტია „ხალხისთვის“ წევრი ნინო წულაძე გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარტიის თბილისის საკრებულოს წევრს ალექსანდრე რატიშვილს პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუჩერდა. ადგილმონაცვლე პროპორციული სიით კი, პარტია „ხალხისთვის“ საკრებულოს წევრი ნინო წულაძე იქნება.

უახლოეს მომავალში ნინო წულაძე და პარტია „ხალხისთვის“ მოქმედების გეგმას წარადგენს.

„როგორც უკვე ცნობილია, ნინო წულაძე 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. 2021 წლის 16 ივნისიდან დღემდე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ხალხისთვის“ თანადამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი და საარჩევნო მდივანია.

2020 წლიდან დღემდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი.

2019 წლის 22 ივნისს თანამოაზრე, მოხალისე იურისტებთან ერთად სოლიდარობის ჯგუფი 305 დააფუძნა, რომელიც მიზნად მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და 20 ივნისის აქციის დაშლის შედეგად დაკავებული მოქალაქეების სამართლებრივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას ისახავდა,“ - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს