ლევან დავითაშვილი - ყველა წინაპირობა არის, რომ დაგეგმილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს

ყველა წინაპირობა არის იმისა, რომ ჩვენ დაგეგმილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე ანალიტიკურმა ორგანიზაციამ მონაცემები განაახლა და დღეს საქართველოში კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული, ვიდრე ეს ოფიციალურად იყო დაგეგმილი.

„ჩვენ საკმაოდ დამაიმედებელი ეკონომიკური ტენდენციები გვაქვს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მინიმუმ იმ დონეზე შენარჩუნდება, როგორც წლის დასაწყისში სახელმწიფო გეგმავდა. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე ანალიტიკურმა ორგანიზაციამ დღეს მონაცემები განაახლა და დღეს საქართველოში კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული, ვიდრე ეს ოფიციალურად იყო დაგეგმილი და რაზეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თავიდან გვეთანხმებოდნენ.

თქვენ ნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მიერ შემცირდა, საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკმა გაზარდა. ასე რომ ყველა წინაპირობა არის იმისა, რომ ჩვენ დაგეგმილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. ამას, რა თქმა უნდა, რამდენიმე ფაქტორი ამყარებს. ჩვენ დავინახეთ, რომ ბოლო სავაჭრო მონაცემები, რომელიც განახლდა, საკმაოდ პოზიციურია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის მაისში ექსპორტი 45.1%-ით გაიზარდა.

„ზოგადად ექსპორტის ზრდის ტენდენცია 2021 წელს დაიწყო, არა მხოლოდ 2022 წელს. 2022 წელს ჩვენ უბრალოდ ექსპორტის ზრდის მაღალი მაჩვენებლები გვაქვს. ექსპორტი გაზრდილია ყველა ძირითად სავაჭრო პოზიციაზე. ეს არის ძირითადად ფეროშენადნობები, სხვადასხვა ტიპის მინერალები, მათ შორის, გაზრდილია სასურსათო და სამრეწველო პროდუქციაც და გაზრდილია ტრადიციულ სავაჭრო პარტნიორებთან თურქეთში და დსთ-ს ქვეყნებთან, აშშ-ში, ასევე, საკმაოდ არის გაზრდილი აზიის მიმართულებით და ა.შ. ასე რომ საკმაოდ ჯანსაღი სტრუქტურა აქვს და ვფიქრობთ, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენციას მომავალ პერიოდშიც შევინარჩუნებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო