ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - ახლა თუ რამეზე გამალებით უნდა ვმუშაობდეთ, სწორედ ის ცვლილებებია, რომელთა მიღებაც ქვეყანას სჭირდება - რატომ არ გრძნობთ იმ ისტორიულ მომენტუმს, რომელიც საქართველოსთვის გაიხსნა?!

ახლა თუ რაიმე დაჩქარებული წესით უნდა იხილებოდეს და რამეზე გამალებით ვმუშაობდეთ, სწორედ ის ცვლილებებია, რომელთა მიღებაც ქვეყანას სჭირდება - რატომ არ გრძნობთ იმ ისტორიულ მომენტუმს, რომელიც საქართველოსთვის გაიხსნა?! - ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა “ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატებს, რომელთა გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ორი თვის ვადით გადაიდო. ასევე გადაიდო სასამართლოსთან დაკავშირებით “ლელოს“ მიერ შეთავაზებული ცვლილებების პროექტი.

როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს საქმე უკან არ მიჰყვება და საქართველოს ხელისუფლება რეფორმებისთვის მზად არ არის.

„რა გვიშლის ხელს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განვიხილოთ? რატომ არ არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარლამენტში?! რამდენიმე დღეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილებას ველოდებით, რა პროცესშიც საქართველოს მიმართ გადაწყვეტილების მოტივატორი იქნება, აქვს თუ არა ხელისუფლებას რეფორმების სურვილი. ამ ფონზე არა თუ ცვლილებების მხარდაჭერის მზაობა არ არის, განხილვები გადება ხდება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა კიდევ ერთხელ - ამჯერად ორი თვის ვადით გადავადდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღო

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტს გასული წლის ივნისში წარედგინა. პროექტი პირველი მოსმენით სექტემბერში მიიღეს, რის შემდეგაც განხილვის პროცესი გაჩერდა.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით - 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა