კურტ ვოლკერი - პუტინი იმ დროს დამარცხდა, როდესაც გადაწყვიტა უკრაინას დასხმოდა თავს - უკრაინამ უკვე მოიგო ომი

პუტინი იმ დროს დამარცხდა, როდესაც გადაწყვიტა უკრაინას დასხმოდა თავს. უკრაინამ უკვე მოიგო ომი, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის მოლაპარაკებების საკითხებში და აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არავინ ელოდა, რომ პუტინი ამ მასშტაბის ომს წამოიწყებდა.

„პუტინმა შეცდომა დაუშვა. ის ვერ გაანადგურებს 40 მილიონ ადამიანს. ის ვერ დაარწმუნებს უკრაინელებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი კულტურა, ენა, ისტორია, სამშობლო, ოჯახები, ეკლესიები, რომ უკრაინა აღარ არსებობს. პუტინი იმ დროს დამარცხდა, როდესაც გადაწყვიტა უკრაინას დასხმოდა თავს. ომის პირველ დღეებში რთული იყო იმის გარკვევა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. უკრაინელებმა შეაჩერეს რუსების წინსვლა. მათ რუსებს უკან დაახევინეს კიევიდან, ხარკოვიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან, ოდესიდან", -განაცხადა ვოლკერმა.

მისივე თქმით, ახლა რუსეთი ცდილობს ნელ-ნელა დაამყაროს კონტროლი აღმოსავლეთ უკრაინაზე, ისინი ცდილობენ დაიცვან დაკავებული ტერიტორიები, უკრაინა კი ამას არასოდეს შეეგუება.

„ომი ძალიან აზიანებს უკრაინას. ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება. მე მჯერა, რომ უკრაინელები ამას გაუძლებენ. აშშ, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღებით მოამარაგებენ. ვფიქრობ, ივლისში ან აგვისტოში რუსეთი დაიღლება. მას არ ექნება წინსვლის შესაძლებლობა. მათი სამხედრო შესაძლებლობები დასუსტდება. როდესაც ეს მოხდება უკრაინელებს შეეძლებათ კონტრშეტევები განახორციელონ. ალბათ, ეს თვეების განმავლობაში გაგრძელდება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა უკრაინელებისთვის. უფრო ფართო სურათს თუ შევხედავთ, უკრაინამ უკვე მოიგო ომი", - განაცხადა ვოლკერმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა