დავით სერგეენკო - ყური მომჭრა, როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიაში მოათავსა - უადგილო შედარება იყო

ყური მომჭრა, როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიაში მოათავსა - უადგილო შედარება იყო , - აღნიშნული შეფასება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე განცხადებით, მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს.

“გამოჩნდება, რაში შეიძლება გამოიხატებოდეს ეს. რაც შეეხება შეწყალებას (მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამის), ეს მისი დისკრეციული უფლებაა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს. თუ გადაიფიქრა, გამოჩნდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი: „არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა