გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, არა თუ პუტინის რუსეთის, ანუ ჩვენი მტრების, არამედ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მუშაობს

ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლებისთვის ქვეყნის ევროპულ მომავალსაც გაწირავს და საზოგადოებამ ეს არ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერია გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მუშაობს არა ქვეყნის მტრის, რუსეთის, არამედ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ.

„ივანიშვილი და მისი გარემოცვა როგორი უტიფარი ბოდვითი ტყუილებითაც არ უნდა შეეცადონ საკუთარი პოზიციების შეფარვას, თურმე საქართველოს ომში ჩათრევას ითხოვდნენ ევროპა და ამერიკა, მოლდოვისას არა, რამდენიც არ უნდა შეფუთონ ამ ტყუილებით სიმართლე, საქართველოსთვის მძიმე სიმართლე მდგომარეობს შემდეგში: დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილი პერსონალურად და მისი გარემოცვა, რომელიც მზად არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ამას მსხვერპლად შესწიროს ქვეყნის მომავალი, თავისუფლება, უსაფრთხოება, ღიად დაუპირისპირდეს თავისუფალ სამყაროს, აშშ-ს, ევროპას და ამას ჩვენ ვხედავთ, ვისთან აქვთ მათ დაპირისპირება? - ვის წინააღმდეგ მუშაობს „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის პროპაგანდა, არა თუ პუტინის რუსეთის ანუ ჩვენი მტრების, არამედ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, მათ ამხელენ და ამას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც შეცდომაში შეიყვანონ და დააბნიონ ამ ბოდვით, როცა სიმართლე არის ბევრად მძიმე. ეს ხალხი, ეს კაცი ივანიშვილი თავისთვის ყველაფერს გაწირავს მათ შორის საქართველოსაც. ეს ვითარება გვაქვს დღეს შესაცვლელი და არ უნდა მივცეთ მათ საშუალება რომ საზოგადოების ის ნაწილიც კი შეიყვანონ შეცდომაში. ეს საგიჟეთი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც დრო გავა”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა