გიული ალასანია სააკაშვილზე - მოგონილი და არარსებული მიზეზითაა დაპატიმრებული - ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია, ხოლო საქართველოსა და რუსეთში არაა მოსაწონი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი „მოგონილი და არარსებული მიზეზითაა დაპატიმრებული“.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია.

,,მე და საერთოდ ოჯახის წევრებს მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი სრულიად ტყუილად, მოგონილი და არარსებული მიზეზითაა დაპატიმრებული. ადამიანი ყველა ქვეყანაში, სადაც გინდათ იკითხეთ, მათ შორის ამერიკაში, გინდაც ნიგერიაში ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია, ხოლო საქართველოსა და რუსეთში არაა მოსაწონი. სხვათა შორის, რუსეთშიც ძალიან ბევრს მოსწონს და ამბობენ, რომ ნეტავ სააკაშვილი ჩვენ გვყოლოდაო. ჩემი პოზიციაა, რომ ადამიანი გათავისუფლდეს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო