ზვიად ძიძიგური - წინა დღეებში გვიმტკიცებდნენ, გაგიჟდნენ ჩვენი რეფორმებითა და ეკონომიკური ზრდითო, ახლა გვეუბნებიან, „ფეიკებით“ გაჯერებულ რეზოლუციებს იღებენო -  არ იციან ევროკავშირის კულუარებსა და პოლიტიკურ წრეებში რა ხდება

308 ევროპარლამენტარი ოპოზიციის ჭკუაზე დადის?! - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად

ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ არ იცის ევროკავშირის სტრუქტურების კულუარებსა და პოლიტიკურ წრეებში რა ხდება.

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებთან დაკავშირებით, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მითუმეტეს საგარეო მიმართულებით. რას მელაპარაკებით ახლა, რომ 308 ევროპარლამენტარი ოპოზიციის ჭკუაზე დადის და იმის მიხედვით მიიღეს რეზოლუცია?! ე.ი. იმის ნაცვლად, რომ შენი ფუნქცია შეგესრულებინა, მეუბნები, რომ ოპოზიციურმა პარტიამ გაგიფუჭა საქმე. რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ? - დაქსაქსული, გათითოკაცებული, ერთმანეთის ჭამაზე გადასული ოპოზიცია, რომელიც საკუთარ დღის წესრიგს ვერ ადგენს, ამ ოპოზიციამ გააკეთა ის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მისცენ?! - მათ [ხელისუფლებას] არ უდევთ პულსზე ხელი და არ იციან ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების კულუარებსა და პოლიტიკურ წრეებში რა ხდება. ხელის ცეცებით დადიან, როგორც ბრმები, ისე მოქმედებენ. წინა დღეებში არ გვიმტკიცებდნენ, რომ ჩასული ვიყავით ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და გაგიჟდნენ, ჩვენი დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური ზრდის შესახებო?! ახლა გვეუბნებიან, ესენი „ფეიკებით“ გაჯერებულ რეზოლუციებს იღებენო“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმიღება საქართველოსთვის, ქვეყნის მთლიანად ჩამოშლას ნიშნავს.

„სული თუ უდგას ჩვენს სახელმწიფოს ჯერ კიდევ, იმიტომ რომ, აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში, აშშ-ს და ევროპის მოწინავე, ძლიერ ქვეყნებს აქვთ არაღიარების პოლიტიკა გამოცხადებული. კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ნიშნავს, რომ თუ გადაიხედა ეს არაღიარების პოლიტიკა, თუკი დაგვტოვეს კიდევ რუსეთის პირისპირ, ეს მთლიანად ჩამოგვეშლება. რაც არ უნდა ენა მოვიჩლიქოთ რუსების წინაშე, იგივე მოხდება, თავის ინტერესს აუცილებლად გაატარებენ ისეთს, რომელიც იქნება ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ქვეყნისთვის ტრაგიკული მნიშვნელობის მქონე“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს