აშშ-ის ელჩი - საქართველოში არ ვიცი არავინ, ვისაც სურს, რომ საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის ნაწილი იყოს

საქართველოში არ ვიცი არავინ, ვისაც სურს, რომ საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის ნაწილი იყოს , - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმში ვიზიტისას განაცხადა. ამით ელჩმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

ელჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა კარგად იცის, თუ რა გამოიარა საქართველომ რუსეთთან მიმართებით და რას განიცდის ქართველი ხალხი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

“უკრაინისადმი აღმოჩენილი უპრეცედენტო ჰუმანიტარული დახმარება და მხარდაჭერა კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ სად არის ქართველი ხალხის გული ამ ბრძოლაში. რაც რეალურად საჭიროა, ეს არაა ქართველებს შორის არსებული ბრძოლა და დაპირისპირება, არამედ ქართველებს შორის ერთობა. ეს არის საკითხი, რის გარშემოც ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები გაერთიანდებიან ამ ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის. ვიმედოვნებ, ისინი გვერდით გადადებენ მათ შორის არსებულ უთანხმოებებს ამ ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ერთიანობაა საჭირო და არა ბრძოლა. დიდი სიამოვნებით ვიხილავ ქართველებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ დევიზს „ძალა ერთობაშია“. ეს ისაა, რაც ახლა საჭიროა”, - დასძინა დეგნანმა.

გარდა ამისა, ელჩმა აღნიშნა, რომ 30 წელია, რაც შეერთებული შტატები ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის მუშაობს.

„თითქმის ყველაფერი, ყველა ჩვენი პროგრამა და პროექტი, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ვაკეთებთ აქ, საქართველოში, მიმართულია იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის სურვილს იყოს ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს და ამას აშშ მტკიცედ უჭერს მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში, რადგან გვსურს ვიხილოთ საქართველოს წინსვლა მის ევროპულ მისწრაფებებში”, - დასძინა დეგნანმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე