GORBI-ს კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 77,6% ეთანხმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ ჩაერთოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში, 20,8% -  არ ეთანხმება

ტელეკომპანია „იმედი“ გორბის კვლევას აქვეყნებს. „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: ეთანხმებით თუ არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში?

გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება; 20,8% არ ეთანხმება; 1,6% ამბობს, რომ არ იცის.

ამასთან, „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია? რესპონდენტთა 11,5% ამბობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას; 83,6% აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში; 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.

GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული საქართველოში გაიხსნას მე-2 ფრონტი რუსეთთან? პასუხები ასე გადანაწილდა:

„ნაციონალური მოძრაობა“ - 28,5%;

რუსეთი -12,4%;

აშშ - 12,4%;

უკრაინის ხელისუფლება - 8,6%;

საქართველოს ხელისუფლება - 2,1%;

ევროკავშირი - 1,2%;

არც ერთი - 12,6%;

არ ვიცი - 22,2%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ჩაატარა. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს