თაკო ჩარკვიანი - ჯერჯერობით არ არსებობს ერთი დაწყებული საქმე, რაც პრეზიდენტმა განახორციელა - ზურაბიშვილს თითი დაუქნიეს, რაღაცები შეახსენეს და გააჩუმეს

ჯერჯერობით არ არსებობს ერთი დაწყებული საქმე, რაც პრეზიდენტმა განახორციელა. დავინახე, რომ ზურაბიშვილს თითი დაუქნიეს, რაღაცები შეახსენეს და გააჩუმეს, არ მიყვარს ასეთი არათანმიმდევრულობა, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ სავარაუდოდ, განხეთქილებაა, რადგან დღეს დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად რუსეთისკენ მიდიოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს დიდი ნდობა ამ ქალბატონისადმი [სალომე ზურაბიშვილისადმი], ყოველ ჯერზე რამდენი რაღაც თქვა, მაინც წავედი იქით, რომ იქნებ რაიმე გააკეთოს. ჯერჯერობით არ არსებობს ერთი მისი დაწყებული საქმე, რაც მან განახორციელა. დავინახე, რომ ზურაბიშვილს თითი დაუქნიეს, რაღაცები შეახსენეს და გააჩუმეს. არ მიყვარს ასეთი არათანმიმდევრულობა, ვერ ვიტან”,- განაცხადა მან.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა 20 ივნისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს აქცია იქნება რუსთაველის გამზირზე ქვეყნის დასაცავად გასვლა.

„ეს არის ერთი მხრივ, ზეწოლა, მეორე - ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას საფრთხე რომ ემუქრება, იმის დასაცავად დავდგეთ რუსთაველზე და დასავლეთს ვანახოთ, რომ იმ რეზოლუციაში შემთხვევით არ არის გამიჯნული ხალხი და ცუღლუტი, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა