ალუდა ღუდუშაური - რეზოლუცია, სადაც ტყუილები წერია, როგორ უნდა იყოს ანგარიშგასაწევი? - ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა

რეზოლუცია, სადაც ტყუილები წერია, როგორ უნდა იყოს ანგარიშგასაწევი?! ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, საქართველოს პარტლამენტის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, რეზოლუცია ევროპარლამენტარების პოზიცია იყო, მაგრამ ხელისუფლება ევროკავშირის გადაწყვეტილებას „მოთმინებით ელოდება“.

„ეს ევროპარლამენტარების განცხადებაა და მათი პოზიციაა, ხოლო ევროკავშირისას დაველოდებით. დაველოდებით, როდესაც იქნება საბოლოო. მოთმინებით ველოდებით და ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას. როგორც ევროპულ ნამდვილ ღირებულებას შეეფერება. მაგრამ გგონიათ, 308 ევროპარლამენტარი რომ იტყვის, რომ ეს კრიმინალი სააკაშვილი ყოფილა დემოკრატიის შუქურა და კასტილებიანი კაცი და მეგისა ქარდავა ყოფილა დემოკრატიის შუქურა, გგონიათ ამით რეალობა შეიცვლება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სხვაგვარად იფიქრებს? თუ იმ გაუბედურებული ოჯახებისთვის შეიცვლება რამე? 308-ვე ევროპარლამენტარს ვეკითხები ამას, ამით შეიცვლება რამე? სერგო თეთრაძის ოჯახისთვის რამე შეიცვლება? მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, „არცერთ ოპონენტს არ დასცდენია სიტყვა იმაზე, რომ მათი საკუთარი ქვეყანა არის მოწინავე“, რადგან ისინი საკუთარი ქვეყნის წარმატებას პირად წარუმატებლობად მიიჩნევენ.

„ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქმით ვიყავით დაკავებული, ვაკეთებდით იმას, რომ რეფორმების კუთხით მოწინავე ვყოფილიყავით და არცერთ ოპონენტს არ დასცდენია სიტყვა იმაზე, რომ მათი საკუთარი ქვეყანა არის მოწინავე და იცით რატომ? საკუთარი ქვეყნის წინსვლას და წარმატებას საკუთარ წარუმატებლობას და საკუთარი პარტიის კრახად მიიჩნევენ. ეს არის უბედურება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს