მიხაილო პოდოლიაკი  ღარიბაშვილს - უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის, ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი - თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?

არავინ დგას რიგში ნებაყოფლობით იმისთვის, რომ რუსული რაკეტებისგან მოკვდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერში“ წერს, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს.

„უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?" - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები