16-17 ივნისს, ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი გაიმართება

16-17 ივნისს, 16.00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინიციატივას საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების შემოღების თაობაზე. რელიგიის სააგენტომ, ინტერრელიგიურ სათათბიროსთან შეთანხმებით, მხარი დაუჭირა სამინისტროს გადაწყვეტილებას და წინადადებით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიური ორგანიზაციებს, სურვილისამებრ ჩართულიყვნენ ინტელექტუალურ ტურნირში. ასევე, ორგანიზაციულ პროცესში ჩართვის წინადადებით სააგენტომ მიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას.

,,რელიგიურმა ორგანიზაციებმა: საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მუსლიმთა სამმართველომ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულმა ეკლესიამ, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ, საქართველოს ებრაელთა კავშირმა, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა და ეზიდთა სასულიერო საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს რელიგიის სააგენტოს ინიციატივას და წარმოადგინეს მონაწილე გუნდების სია.

16-17 ივნისს, 16.00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქუჩა 37ა) გაიმართება საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც სწრაფი ჭადრაკის ფორმატში (15 წთ. – 10 წმ-ის დამატებით) ჩატარდება. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სასულიერო პირებს, ასევე, მრევლს (კონკრეტული კონფესიის წარმომადგენელს). ტურნირი დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით. ღონისძიების ორგანიზატორია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა