დავით კირკიტაძე - საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქვეყნის ევროპულ გეზსა და მომავალს უჭერს მხარს - ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე მოვთოკოთ ნერვები და ეს პოზიცია 20 ივნისის აქციაზე საჯაროდ დავაფიქსიროთ

საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქვეყნის ევროპულ გეზსა და მომავალს უჭერს მხარს - ამიტომ, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე მოვთოკოთ ნერვები და ეს პოზიცია 20 ივნისის აქციაზე საჯაროდ დავაფიქსიროთ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით კირკიტაძემ გააკეთა.

კირკიტაძის თქმით, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე უნდა გამოვიდეს ყველა და “შიდა, მიკრო დაპირისპირებას ყურადღება არ მიექცეს“.

“ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ კუთვნილებას, არც სიმპათია-ანტიპათიას და არც იმას, ვინ მეტად არის აქტიური და ვინ - ნაკლებად. გვაქვს უნიკალური შანსი გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა ჩვენი მისწრაფება და სურვილი მსოფლიოს ვაჩვენოთ. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ყველა ერთად უნდა დაგდეთ - ამ თემის მონოპოლიზებას ვერავინ მოახერხებს, რადგან საქართველოს ევროპაში დაბრუნება ჩვენი წინაპრების, ჩვენი გმირების, სულხან საბას ოცნება იყო“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა