პრეზიდენტი - აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი ჩვენი დამსახურება არ არის, უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგია - ამისთვის მადლიერების გამოხატვა გვევალება

საკუთარი დაუდევრობის, მმართველ პარტიაზე მაქვს საუბარი, გადაფარვის მცდელობაა ჩემზე გადაბრალება, თითქოს მე დავსვი ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში [ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში] არ ჩაწერილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონსპირაციული თეორიები და ანტიევროპული განცხადებები „ქართული ოცნების“ მიერ მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ამ საქმეს თავად უნდა მიხედოს.

ამასთან, პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი ჩვენი დამსახურება არ არის“.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგი. 3 მარტს კანდიდატურის განცხადებაზე ხელის მოწერა მხოლოდ ამის შედეგია და ამისთვის მადლიერების გამოხატვა გვევალება. კანდიდატურის საკითხში უკან დახევა კი ჩვენი ხელისუფლების და ნაწილობრივ ასევე ოპოზიციის ქმედებების, პოლიტიკური ნაბიჯების ან არ გადადგმული ნაბიჯების შედეგია. შეიძლება ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯების, რომელიც მიღებულ იქნა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როდესაც ჩვენ ვიკრიბებოდით ბათუმში და დეკლარაციას ვღებულობდით, აქეთ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ნაბიჯი ტრიოს ფორმატში. ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილებები. პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება - კაცი ჩამოვიდა 18-19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება. შემდეგ 5 ივლისის საქმეზე არაქმედითი გადაწყვეტილებების მიღება. ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე ისე უარის თქმა, თითქოს ეს არ გვჭირდება. უარის თქმა გენპროკურორის არჩევის ახალ წესზე, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს. სექტემბერში გავრცელებული მიყურადების ფირები, ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ნოემბერში ცესკო-ს თავმჯდომარეს არჩევის და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა, უზენაეს სასამართლოში აჩქარების წესით 4 მოსამართლის დანიშვნა დეკემბერში, როცა გვთხოვდნენ ამის დროებით შეჩერებას, მერე დეკემბერში კიდევ სასწაული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული ტემპით. თუნდაც ისიც შეიძლება ვახსენოთ - გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა