პრეზიდენტი - მივმართავ ხელისუფლებას, ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან, თავი შეიკავოს - მივმართავ ოპოზიციას, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, „ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან, თავი შეიკავოს“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა ამავე ბრიფინგზე ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ „დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება” უნდა შეაჩერონ.

„მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ჩემი ბევრი ნათქვამი აქ არ მოეწონება - გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი, 30-წლიანი თუ არა 30-საუკუნოვანი მისწრაფება და ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. ეს რიტორიკა მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და ვერ გამოიტანს შედეგს.

მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში მიზნით, რომ ამ ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა