ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის დაანონსებულ 16 ივნისის შეკრებაზე  - ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა - უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა, რადგან ვიცით ზოგადად, რომ აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას 16 ივნისის შეკრებასთან დაკავშირებით და პასუხობს კითხვას, შეუერთდებიან თუ არა მას.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მნიშვნელოვან თემაზე იგეგმება აქცია, მას წინასწარ მომზადება და გააზრება სჭირდება, რადგან „აქცია რომ ჩავარდეს, იქნება ძალიან მძიმე“.

„სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა, რადგან ჩვენ ვიცით ზოგადად, რომ აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ცოტა ხალხი რომ მივიდეს, ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ა.შ. არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, ეს იქნება ძალიან ცუდი.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და მის შემდეგ მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. მე, რა თქმა უნდა, გამიჭირდება ერთპიროვნულად ამაზე პასუხის გაცემა და არა მარტო ერთპიროვნულობაზეა საუბარი, ანალიზი სჭირდება ყველაფერს. როცა აქცია იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც ბუნებრივია, იქნება სათანადოდ გააზრებული, ამიტომ დღეს, ამაზე გაგვიჭირდება პასუხის გაცემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა