მამუკა ხაზარაძე - დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა - “ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური პარტია 16 ივნისის შეკრებას შეუერთდება.

ხაზარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას 16 ივნისს შეკრების თაობაზე და აცხადებს, რომ „დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა”.

„ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

“ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე.

საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!”,- წერს ხაზარაძე Facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე, რათა "დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა", ხოლო 20 ივნისს დაგეგმილი აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს მიმართა, "თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა