ლევან დავითაშვილი - ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულია აქცენტის გაკეთება ტექნოლოგიებზე, ინოვაციებსა და ჩვენი საგრანტო პროექტები სწორედ ასეთი ეკოსისტემის წახალისებას უწყობს ხელს

ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულია აქცენტის გაკეთება ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე და ჩვენი საგრანტო პროექტები, სხვადასხვა დაფინანსების თუ თანადაფინანსების ინსტრუმენტები სწორედ ასეთი ეკოსისტემის წახალისებას უწყობს ხელს - საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ახალგაზრდა ცხოვრობს და მათ საშუალება უნდა მივცეთ, თავიანთი ნააზრევი, თავიანთი შემოქმედება საინტერესო და კონკურენტუნარიან ბიზნესპროექტებად აქციონ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული ოცი სტარტაპის დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა გამარჯვებულ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა და ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემის, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებისა და ამ პროცესში სახელმწიფოს ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჟიურიში წარმოდგენილი გვყავდა ძალიან ცნობილი სპეციალისტები, ძალიან ცნობილი პარტნიორები, რომლებსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ სტარტაპებთან ურთიერთობის, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ბიზნესების წამოწყებების შეფასების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში წარმოდგენილი პროექტების ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოში ზოგადად ძალიან საინტერესო სტარტაპ-ეკოსისტემაა და ყოველწლიურად ის სულ უფრო და უფრო უმჯობესდება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მერვედ ჩატარდა, წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 135 სტარტაპი დაფინანსდა.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირებაა დაწელს ფინალისტები სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს - ფინალურ ეტაპზე გადასული 51 სტარტაპიდან 20 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესსექტორს მოიცავს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია გამარჯვებული სტარტაპების წარმატებაში, რადგან ეს არის საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროექტები, რომელთაც საერთაშორისო დონეზე შეუძლიათ კაპიტალის მოზიდვა, თავიანთი წამოწყების განვითარება და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა.

„ჩვენ მათ ვეხმარებით სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება, წვრთნა და ტრეინინგი, რომელსაც ისინი ცნობილი სპეციალისტებისგან იღებენ. დარწმუნებული ვარ, ასეთი კომპანიები საბოლოოდ საერთაშორისო, გლობალურ მნიშვნელობას შეიძენენ, საქართველოსაც ასახელებენ და ქართულ ეკონომიკაშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება ქობულეთში გაიმართა და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო