კომპანია Nexia TA აუდიტორულ სფეროში მეორე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი გახდა

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა, საქართველოს აუდიტორულ ბაზარზე 2021 წლის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც Nexia TA-მ 2020 წლის შედეგები გააუმჯობესა და მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

Nexia TA-ის მმართველი პარტნიორის, ბორის მეგრელიშვილის თქმით, კომპანიის ნებისმიერი წარმატება და აღიარება თითოეული თანამშრომლისთვის არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა და გამოწვევა.

„ის, რომ Nexia TA-ს მოღვაწეობა დასაქმების კუთხით არაერთხელ შეფასდა დადებითად, ხაზს უსვამს, რომ კომპანიას აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გარკვეულწილად, განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მიზნებს. Nexia TA მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებზე, მათთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნასა და განვითარებაზე ორიენტირებული კორპორაციული გარემოს ფორმირებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნესი არის საშუალება, აკეთო შენი საქმე ისე, რომ გარშემომყოფებსაც დაეხმარო წარმატების მიღწევაში - ასეთია ჩვენი პრინციპი და სწორედ, ამ ღირებულებებითა და პასუხისმგებლობით ვაშენებთ კომპანიას“, - აცხადებს ბორის მეგრელიშვილი.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების კუთხით კომპანიის აღიარება პირველი არ არის. 2019 წელს, Nexia TA “საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის” კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“, პროექტით „თანამშრომელი - ყველაზე მაღალი ღირებულება“.

2021 წელს კი Nexia TA-მ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობისა და შედეგების შემაჯამებელ შეხვედრაზე „წლის საუკეთესო დამსაქმებლის“ ტიტული მოიპოვა. ღონისძიებაზე, რომელიც ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ მხარდაჭერით ჩატარდა, ხაზი გაესვა Nexia TA-ის განსაკუთრებულ ჩართულობას ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობ ღონისძიებებში.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის