ვახუშტი მენაბდე სალომე ზურაბიშვილზე - ქვეყნის პირველი პირი ერთ-ერთია მათ შორის, ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუხედავად მისი ვიზიტებისა, ერთ-ერთია მათ შორის, ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტმა კლანური მმართველობის დასასრულებლად არაფერი გააკეთა, რადგან დღესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ხმებს 2/3-მდე სწორედ პრეზიდენტის მიერ 2 წლის წინ დანიშნული წევრი უვსებს.

„პრეზიდენტით დაიმედებამდე ერთ ინფორმაციას გაგიზიარებთ. დღეს ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს მიმართ სკეპტიციზმს თუ რამე განაპირობებს, ეს, პირველ რიგში, სასამართლოს საკითხია - კლანური მმართველობა. ხელისუფლებისა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ალიანსი, რამაც შესაძლებელი გახადა პოლიტიკური მართლმსაჯულება.

იცით დღეს კლანური მმართველობა რაზე დგას? იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. აქ კლანს სულ რაღაც ერთი ხმით ნაკლები რომ ჰქონდეს, საკუთარ ინტერესებს ვერ გაიტანდა და ხელისუფლებასაც ვერაფერს შესთავაზებდა გასარიგებლად.

ის ერთი წევრი კი, რომელიც დღეს საბჭოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ხმებს 2/3-მდე უვსებს, მოქმედმა პრეზიდენტმა დანიშნა, სულ რაღაც, 2 წლის წინ.

ამიტომ ქვეყნის პირველი პირი ერთ-ერთია მათ შორის ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე. ნამდვილად კარგი ვიზიტები აქვს, როცა მთელი ქვეყანა სირცხვილის პირას ვიდექით პრემიერის განცხადების გამო, მან სწორი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ნუ გვეტყვის, რომ ყველაფერს აკეთებს, რადგან აჯობებდა ყველაფერი გაეკეთებინა (თან როცა ეს ყველაფერი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული და არა ისე როგორც ახლა - მთავრობის თანხმობის გარეშე ნაბიჯის გადადგმის უფლება არ აქვს) და დღეს ამ ვითარებაში შეიძლება არც ვყოფილიყავით“, - წერს ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს