გია ცაგარეიშვილი - პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული აქცია, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქციაა - ეს „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ

პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული აქცია, ეს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქციაა - ეს „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ასეთია პარტიის პოზიცია.

ცაგარეიშვილის თქმით, ახლა ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა, როგორც 16 ივნისის, ასევე 20 ივნისის აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უზრუნველყოს და სრული მობილიზება მოხდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პარტიას, მათ შორის პრეზიდენტს აქციის გამართვის და მოწოდებით გამოსვლის უფლება აქვთ, თუმცა რაც შეეხება “ქართულ ოცნებას“, პარტია მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ვფიქრობთ, ახლა, ამ ეტაპზე, როცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვითარება რთულია, მასობრივი მსვლელობებისა და აქციების დრო არ იყო. ასევე მოგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების მხარდაჭერისთვის აქცია ორი წლის წინ ჩაატარა, რომელსაც 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ესწრებოდა. ჩვენთვის ამგვარი აქციების ჩატარება ახალი არ არის. ჩვენ ეს ყველაფერი დავაფიქსირეთ - დავაფიქსირეთ მრავალმხრივად, გადავიტანეთ კონსტიტუციაში, რათა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა უფრო ხელშესახები ყოფილიყო“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს