ვანო მაჭავარიანი - სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლო მოქალაქეების გაერთიანება, 16-ში მოუწოდებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მისი ესმის ან უსმენს, რომ მივიდეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს

სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას 16-ში მივიდნენ აქციაზე და 20 ივნისის აქცია გარკვეულწილად დააიგნორონ, არის მორიგი შეცდომა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ლიდერებისგან ვხედავთ, - ამის შესახებ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობისას ვერ შეძლო პოლიტიკური წრეებისა და მოქალაქეების გაერთიანება.

„პრობლემა ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილმა წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის ფასს არც პოლიტიკურ წრეებში და არც პოლიტიკურ საზოგადოებაში განსაკუთრებული წონა არ აქვს. შესაბამისად, მის მოწოდებას 16-ში მივიდნენ აქციაზე და 20 ივნისის აქცია გარკვეულწილად დააიგნორონ, არის მორიგი შეცდომა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ლიდერებისგან ვხედავთ.

საერთო ჯამში, იქნება ეს 16-ში თუ 20-ში, ვერავინ ვერავის აუკრძალავს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ამა თუ იმ აქციაზე მისვლას - მათ აქვთ ნება, რომ მივიდნენ 16-ში და ასევე მივიდნენ 20-ში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ისინი აღმოჩნდებიან იმ სიტუაციაში, რომ რეალურად ამ პროცესებს არ ჰყავთ რეალური პოლიტიკური ლიდერები.

ევროპისგან მთავარი მოწოდება და გზავნილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა „ჩამოიტანა“ ბრიუსელიდან თუ ევროპის სხვა დედაქალაქებიდან, არის ქვეყნის ერთიანობა. შესაბამისად, ეს აქცია, რომელიც გაიმართებოდა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მხარდასაჭერად რომ ყოფილიყო გაერთიანებული, ეს იქნებოდა ძალიან მძლავრი სიგნალი როგორც პოლიტიკური წრეებისთვის საქართველოში, ასევე ევროპის ლიდერებისთვის. რეალობა კი ისაა, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და დაყო საზოგადოება „სხვისიანებად“ და „ჩემიანებად“. გვაქვს ის საზოგადოება, რომელიც გაყოფილია - როგორც პოლიტიკური წრეები, ისე მათი მხარდამჭერები. სალომე ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობის პოსტზე ვერ შეძლო როგორც პოლიტიკური წრეების, ისე საზოგადოებისა და მოქალაქეების გაერთიანება, შესაბამისად, ეს არის სწორედ ის, რომ 16-ში ცალკე მოუწოდებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მისი ესმის ან უსმენს, რომ მივიდეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები