შალვა პაპუაშვილი - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადების საფუძველი იყო გეოპოლიტიკური, გადაწყვეტილებაც გეოპოლიტიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული

„უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხრიდან ამ განაცხადების საფუძველი იყო გეოპოლიტიკური და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს სწორედ გეოპოლიტიკაზე დაფუძნებული - ასოცირებულმა ტრიომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი ქვეყნები მზად ყოფილიყვნენ ამ განაცხადისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება და დარწმუნებულია, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ფინეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

„მადლობას ვუხდი სპიკერს ძალიან თბილი მიღებისთვის. ძალიან საინტერესო საუბრები და დისკუსია გვქონდა. სრული სიმპატია გვაქვს ფინეთის მხრიდან ევროკავშირში წევრობაზე ჩვენს განაცხადზე. ახლა მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენი მოსახლეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. ამიტომ, ჩვენ გავუზიარეთ კოლეგებს ჩვენი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება პოზიტიური. დარწმუნებული ვარ, რომ ფინეთის მხრიდან ამ მხრივ სრული მხარდაჭერა გვექნება. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხრიდან ამ განაცხადების საფუძველი იყო გეოპოლიტიკური და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს სწორედ გეოპოლიტიკაზე დაფუძნებული. ჩვენი მხრივ, ასოცირებულმა ტრიომ – უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი ქვეყნები მზად ყოფილიყვნენ ამ განაცხადისთვის, მათ შორის ის დაჩქარებული პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იქნა ინიცირებული კითხვებთან და პასუხების ვადებთან დაკავშირებით. სამივე ქვეყანა ვადებში ჩაეტია და ამ კითხვარს სრული პასუხები გასცეს. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, იმ გეოპოლიტიკურ საფუძველს, რომელიც გახდა განაცხადის გაკეთების მთავარი მამოძრავებელი ძალა, სწორედ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება შეხვდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა