შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარეს, სატუ ჰასის და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზგასმით აღინიშნეს კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობა.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა და ყურადღება ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

სატუ ჰასის განცხადებით, ფინეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო