ირაკლი კობახიძე - სამი ტელევიზიის შემთხვევაში „შავი ფულის“ მოცულობა შემოსავლების ნაწილში თვეში მილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს - ეს თანხა მოდის „ნაცმოძრაობის“ ჯიბიდან და ნაძარცვი ფულია

სამი ტელევიზიის შემთხვევაში „შავი ფულის“ მოცულობა შემოსავლების ნაწილში თვეში მილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარია წელიწადში - თვეში ეს მილიონ ნახევარი მოდის „ნაცმოძრაობის“ ჯიბიდან და ნაძარცვი ფულია,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას თავისივე განცხადების შესახებ, რომ „მთავარი არხი,“ „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფინანსდება.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალს ხარჯები 3-4-ჯერ აღემატება.

„ვიცით, რომ 25-მილიონიანი სარეკლამო შემოსავლებია, ხოლო ხარჯები არის 3-4 ჯერ მეტი. აქედან გამომდინარე, ამას უნდა ჰქონდეს თავისი წყარო. წყაროც ვიცით, ვინ არის - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები - კეზერაშვილი, ნაყოფია, სააკაშვილი. ხარჯების ნაწილში, თქვენი უამრავი კოლეგა [ჟურნალისტი] საუბრობს იმაზე, რომ კონვერტებით იღებენ ხელფასებს. არ ფიქსირდება არც შემოსავალი, არც ხარჯი. ანუ, შავი ფული ტრიალებს. ეს არის ფული, რომელიც არის ნაძარცვი. „ნაცმოძრაობა“ ძარცვავდა მოსახლეობას. კეზერაშვილი არის ერთ-ერთი ტელევიზიის დამფინანსებელი და გახდა ერთ თვეში მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომერციული ორგანიზაციის მფლობელი. ის ძარცვავდა, ბიზნესმენების რეკეტს ახორციელებდა და ეს რეკეტიორი დღეს არის ე.წ. მედია მფლობელი. ამ ნაძარცვი და სისხლიანი ფულით აფინანსებს კონკრეტულ ორ ტელევიზიას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო