სანდრო რაქვიაშვილი - ის, რომ ივანიშვილი გახდა დასაცავი და მისი დაცვა საკუთარ თავზე სალომე ზურაბიშვილმა აიღო, მიუთითებს, რომ პრეზიდენტის კრიტიკა მიემართებოდა მთავრობას და ირაკლი ღარიბაშვილს

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გახდა დასაცავი და მისი დაცვა საკუთარ თავზე სალომე ზურაბიშვილმა აიღო, იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტის კრიტიკა მიემართებოდა არა ზოგადად “ქართულ ოცნებას“, არამედ “ქართული ოცნების“ კონკრეტულ ჯგუფს - მთავრობას და მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს, - ასეთ შეფასებას “გირჩის“ დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აკეთებს.

რაქციაშვილის აზრით, “რაღაც შემთხვევაში ზურაბიშვილი “ქართული ოცნების“ სახელითაც გამოვიდა, განაცხადა რა: თქვენ ვერ დაიცავით ბიძინა ივანიშვილი“.

“ცხადია, ივანიშვილის დაცვა სალომე ზურაბიშვილისთვის ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. როცა არაკომპეტენტური მთავრობაა შეცდომები მოსალოდნელია. არაფერი განსაკუთრებული მთავრობას არ გაუკეთებია არც ეკონომიკაში, არც საგარეო პოლიტიკაში, რომ გქონოდა იმედი იმისა, რომ რაიმე ამოცანას კარგად გაუმკლავდებოდა“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს