საფრანგეთის ელჩი სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპის მოედანზე დაანონსებულ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, 16 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპის მოედანზე დაანონსებულ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საფრანგეთის საელჩოში განუცხადეს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა დაადასტურა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმაც.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე, რათა „დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა", ხოლო 20 ივნისს დაგეგმილი აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს მიმართა, "თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო