შალვა პაპუაშვილი ფინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სანნა მარინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა.

შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დეტალურად ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მიმოიხილეს.

ამასთან, აღინიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებაა.

პრემიერ-მინისტრმა, სანნა მარინმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ევროპულ საქმეთა საკითხებში ფინეთის რესპუბლიკის მინისტრმა, ტიტი ტუპურაინენმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს