ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა ევროპული პერსპექტივისთვის

ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი, თუმცა დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა თავისი ევროპული პერსპექტივისთვის, - ამის შესახებ ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი აფასებენ კარგ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ფინეთსა და საქართველოს შორის არსებობს.

"ამჟამად ევროკომისია განიხილავს აპლიკაციებს და ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი, თუმცა დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა თავისი ევროპული პერსპექტივისთვის, ასევე დიდად ვაფასებთ კარგ ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც გვაქვს ფინეთსა და საქართველოს შორის და რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე გააძლიერა რეგიონული თანამშრომლობა ევროკავშირსა და თქვენს რეგიონს შორის", - განაცხადა პეკა ჰაავისტომ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები