უკრაინის შს მინისტრის მოადგილე - მოვახერხეთ ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა

უკრაინის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა სამართალდამცავმა უწყებებმა აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალებები უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეზე ევგენი იენინზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ჩვენი ოპერატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის წყალობით, მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა“, - განაცხადა იენინმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სატელევიზიო ინტერვიუში საუბრისას დღეს განაცხადა, რომ მას არ შეუძლია რაიმე დეტალის გამხელა. თუმცა ის დასძენს, რომ „ამის შესახებ ბევრად უფრო დეტალურად საუბარი რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ იქნება შესაძლებელი”.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია