პეტრო პოროშენკო - მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს: დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ  - ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას

მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს. ამგვარ სიტუაციაში, რასაკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას, - ამის შესახებ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მე ვიცი, რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ვუჭერ მხარს, მადლობელი ვარ მათი გულისხმიერებისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის, მხარში დგომისთვის. ჩვენ არამხოლოდ უკრაინისთვის ვიბრძვით. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს და ამგვარ სიტუაციაში, რასაკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას“,- განაცხადა პოროშენკომ.

მან უპასუხა შეკითხვას, აკეთებს თუ არა მაქსიმუმს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დასახმარებლად.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი სახელმწიფო თავისი ურთიერთქმედების კოორდინირებას ახდენს იმისთვის, რომ მოხდეს ევროკავშირში შესვლა. აქ მოქმედებს კოპენჰაგენის კრიტერიუმი და ეს კრიტერიუმია: დემოკრატია, თავისუფლება, პრესის თავისუფლება, კანონის უზენაესობა. უნდა განხორციელდეს ის, რასაც მისდევს ევროკავშირი. მე მესმის, რომ თქვენ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება და თუ გსურთ ევროკავშირში წევრობა, სტატუსის მიღება, რასაკვირველია, თქვენ უნდა გაჰყვეთ ევროკავშირის აი ამ სანქციებს. სხვა გზა აქ, უბრალოდ, აღარ არსებობს“,- განაცხადა პოროშენკომ.

მისი განმარტებით, უკრაინაზე თავდასხმა საქართველოზე თავდასხმაა.

„მე მადლობით დავიწყე საუბარი და მადლობა გადავუხადე ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის. მადლობა მოვახსენე საქართველოს პოლიტიკოსებს, რომლებიც გვეხმარებიან ამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებზე, გაერთიანებულ ერებში. 5 წლის განმავლობაში ვხედავდი თქვენს მხარდაჭერას, ჩემს პრეზიდენტობისას. „ევროპის სახალხო პარტია“ და კიდევ სხვა გაერთიანებები ვგრძნობთ ამას და არ გაჩერდეთ, არ შეანელოთ, არ დაამუხრუჭოთ. დიდ მადლობას გიხდით, რომ მიიღეთ უკრაინელი ლტოლვილები, არნახულად ვაფასებთ ამ სტუმართმოყვარეობას და ამგვარ მდგომარეობაში ეს ყველაზე მთავარია. ამით ხდება დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. როდესაც რუსეთი საქართველოს 2008 წელს თავს დაესხა ჩვენ გარკვეული შეიარაღება გადავეცით საქართველოს, რაკეტები და ა.შ. ასეთ მდგომარეობაში ერთიანობა კვლავ უნდა შევინარჩუნოთ. რა არის ეს ერთობა? პოლიტიკა სანქციების სფეროში. გარდა ამისა, ურთიერთგაგება და გაცნობიერება იმისა, რომ საქართველოში ყველას უნდა ესმოდეს - უკრაინაზე თავდასხმა ეს არის თავდასხმა საქართველოზე. როგორც იტყვიან, მეგობრები და ძმები ბრძოლის ველზე ვართ, საბრძოლო ძმობა გვაკავშირებს. საქართველომ ხომ უნდა დაიბრუნოს „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი, ეს ყველას ესმის“,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს