პეტრო პოროშენკო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე - ჩვენ ძალიან ეფექტურები და ქმედითუნარიანები უნდა ვიყოთ - საქართველოს მაქსიმალურ წარმატებას ვუსურვებ

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინა საქართველოს მხარს სრულად უჭერს.

ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირში წევრობისთვის სტატუსის მინიჭებაზე.

„მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩემი პრეზიდენტობისას უკრაინას ევროინტეგრაციისკენ ბიძგი მივეცი. სამწუხაროდ, უკრაინა ამისთვის ძალიან ძვირს იხდის. ათასობით დაღუპული უკრაინელია, რომლებმაც ამ განაცხადისთვის სისხლი გაიღეს. ვამაყობ, რომ მაშინ კონსტიტუცია შევცალე და ცვლილება შევიტანეთ, რომლის მიხედვითაც ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა სავალდებულო ამოცანა იქნება უკრაინის ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. რასაკვირველია, ბევრი რამ კანდიდატზეც არის დამოკიდებული. ჩვენ ძალიან ეფექტურები და ქმედითუნარიანები უნდა ვიყოთ, რეფორმების გზაზე შედეგიანად ვიმუშაოთ. ამიტომაც, საქართველოს ყოველივე კარგს, მაქსიმალურ წარმატებას ვუსურვებ. რასაკვირველია, რაც უფრო დიდი იქნება ნატო, მსოფლიო მეტად უსაფრთხოდ იქნება, ეს სიტუაცია ყველას გვესმის და შესაბამისად, საქართველოც იგივე პოზიციაზეა. ჩვენ საქართველოს მხარს სრულად ვუჭერთ. რასაკვირველია, ჩვენ უკრაინისთვის მოვითხოვთ ამ სტატუსს“,- აცხადებს პეტრო პოროშენკო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო