პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე - არ მინდა ჩავერიო საქართველოს საშინაო პოლიტიკაში

არ მინდა ჩავერიო საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. პატივს ვცემ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ უკრაინის მე-5 პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„მძულს იდეა იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას შეფასება მივცე. ასეთი რაღაცები მე არ მომწონს. არ მინდა ჩავერიო საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. პატივს ვცემ ქართველ ხალხს. საქართველოს თვალ-ყურს ყურადღებით სწორედ უკრაინის მაგალითიდან გამომდინარე ვადევნებ“,- აცხადებს პოროშენკო.

კითხვაზე, ქმნის თუ არა ნეგატიურ ამინდს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში სააკაშვილის გარემოცვა, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება ამბობს, პოროშენკომ უპასუხა, რომ ამ ყველაფერს ადგილი ჰქონდა 24 [თებერვლამდე] რიცხვამდე“.

„დღეს ჩვენ არ გვყავს ოპოზიციის ლიდერი პრეზიდენტი, დღეს ჩვენ ყველანი ჯარისკაცები, მეომრები ვართ. მე ვუსურვებ უკრაინას, საქართველოს და ევროპას, რომ დაამარცხონ რუსეთი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ კი, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. მინდა საქართველოს კეთილი სურვილები ვუსურვო“, - განაცხადა პოროშენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო