დავით სერგეენკო - დაგეგმილი აქციები არასწორი მგონია - გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ქუჩიდან მოძახილი მოწოდებებით იმართოს, რაც არასწორია

გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ქუჩიდან მოძახილი მოწოდებებით იმართოს, რაც არასწორია, - ასეთია პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს პოზიცია 16, 18 და 20 ივნისის დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება და ამას ვერავის ავუკრძალავ, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა იყოს და არა ქუჩაში. უკვე მართლა ზედმეტია, რაც ხდება - არის მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც პოლიტიკურმა ინსტიტუციებმა საზოგადოებასთან ანგარიშგებით უნდა გადაწყვიტოს, ქუჩაში უნდა გადაწყდეს, რაც ცალსახად არასწორი მგონია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას და მასთან დაკავშირებულ მილოდინებს, სერგეენკოს თქმით, მისი მოლოდინი ცალსახად პოზიტიურია და „სხვაგვარად არც შეიძლება იყოს".

სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ „იმაზე აქცენტირება, თუ კანდიდატის სტატუსს უახლოეს დღეებში ვერ მივიღებთ, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არასწორი ფორმულირებაა".

„ეს არის ჩვენი არჩევანი და ამ გზაზე უნდა ვიაროთ. სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიური მაქვს, მაგრამ თუკი რაიმე მიზეზით რაღაც სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ ვუშვებ იმას, რომ ევროპული მიმართულებით სვლაზე ხელი უნდა ავიღოთ - არა, უფრო ინტენსიურად უნდა ვიაროთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე, რათა „დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა". 20 ივნისს დაგეგმილია აქცია "შინ ევროპისკენ". დღეს კი „გირჩმა“ განაცხადა, რომ 18 ივნისს, დედაენის ბაღში შეიკრიბებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა