გიორგი ვაშაძე - კობახიძე გუშინ გამოვიდა და 12-გზის მოიტყუა - ღმერთი ნუ გაგიწყრებათ, ამ უზარმაზარ შესაძლებლობას არ აგვაცდინოთ

კობახიძე გუშინ გამოვიდა და 12-გზის მოიტყუა - ღმერთი ნუ გაგიწყრებათ, ამ უზარმაზარ შესაძლებლობას არ აგვაცდინოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე დიდი საფრთხეა, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ასცდეს და რეალური გახდა საფრთხე, რომ „საქართველო უკრაინას და მოლდოვას დაშორდეს“.

„კობახიძე გუშინ გამოვიდა და 12-გზის მოიტყუა, იცრუა იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა, რათა ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მთავრობა გონს მოეგო. ეს არის შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. თუ ისე მოხდა, რომ უკრაინას და მოლდოვას ავცდით, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დანაშაული ქართველი ერისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

მეგობრებო, ყველა შეკრებაზე ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. რაც შეიძლება ხმამაღლა მთელ ევროპას უნდა გავაგონოთ ხმა, რომ ევროინტეგრაციას ვიმსახურებთ და ასევე - რაც შეიძლება ხმამაღლა, „ქართულ ოცნებას“ უნდა შევაგნებინოთ, რომ ისინი ევროპული ინტეგრაციის გზას ვერ აგვაცდენენ. ღმერთი ნუ გაგიწყრებათ და ამ უზარმაზარ შესაძლებლობას, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს, არ აგვაცდინოთ.

ვეუბნები კობახიძეს ღარიბაშვილს, ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ თითოეულ ლიდერს თუ არა ლიდერს - თქვენ ხალხის ძალიან დიდ რისხვას ვერ ასცდებით, საშინელი გეოპოლიტიკური კოლაფსი იქნება, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას დაემართოს, თუ უკრაინას და მოლდოვას მოგვაშორებენ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება დღეს და 20 ივნისს დაგეგმილ აქციებს, ვაშაძე ამბობს, რომ ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება 24 ივნისს იქნება და მანამდე, საზოგადოება რაც შეიძლება მეტ აქციაზე უნდა შეიკრიბოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო