ირაკლი ქადაგიშვილი - მაღალი ოპტიმიზმის საფუძველს ვხედავ - საქართველოს კანონმდებლობა და რეფორმების მიმდინარეობა სრულ შესატყვისობაშია ევროკავშირის მაღალ სტანდარტებთან

მაღალი ოპტიმიზმის საფუძველს ვხედავ - საქართველოს კანონმდებლობა და რეფორმების მიმდინარეობა სრულ შესატყვისობაშია ევროკავშირის მაღალ სტანდარტებთან, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

კითხვაზე, რას ნიშნავს, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების წინ ევროპელი ლიდერები “ასოცირებული ტრიოდან“ მოლდოვასა და უკრაინაში ჩადიან, საქართველოში კი - არა, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ “ჩვენი ბედი მხოლოდ ვიზიტებით არ წყდება“.

“ნუ ვეძებთ ყველაფერში ხინჯს. ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ - თუ რომელიმე ქვეყანას კარგი პროგრესი შეიძლება შეეხოს, ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ეს ჩვენთვის ცუდის მანიშნებელია. სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით შიდაპოლიტიკური ვნებათაღელვა უფრო დიდია, ვიდრე ის რეალური სურათი, რაც სტატუსის გარშემო შეიძლება იყოს. შიდაპოლიტიკური ვნებათაღელვა ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს. მთავარი, რაც ევროკავშირმა სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნის გამოსატანად მოგვთხოვა არის კითხვარი და ყველაზე დიდი მნიშვნელობა ევროკავშირისთვის ობიექტური სურათის შესაქმნელად შესრულებულ სამუშაოს მიენიჭება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა